ადვოკატი მსჯავრდებულ გიორგი შაურიძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
მსჯავრდებულ გიორგი შაურიძის ადვოკატი და ოჯახის წევრები მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
გიორგი შაურიძე 2016 წელს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ქურდობა და ყაჩაღობა. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შაურიძის ოჯახის განცხადებით, მსჯავრდებული 16 დღეა შიმშილობს.
ადვოკატი ითხოვს, მსჯავრდებულს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ, რადგან დანაშაული მან 2016 წელს ზეწოლის შედეგად ჩაიდინა. ადვოკატის თქმით, შაურიძეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს და სამართალდამცავების შესაძლო გადაცდომაზე გამოძიებაც დაიწყო.
დაცვის მხარე გამოძიების შედეგების მოლოდინშია და აცხადებს, რომ პროკურატურამ შაურიძეს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიანიჭოს.
პროკურატურას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.