ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული კოლაიდერის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს. რეგიონის მასშტაბით ამ უნიკალურ პროექტს ესპანური და ბელგიური კომპანიები განახორციელებენ. შენობას აშენებს ესპანური კომპანია. ბელგიური ფირმა კი, რომელიც მსოფლიოში სიმსივნეების პროტოტონული თერაპიის წამყვანი კომპანიაა, შენობაში ორ ციკლოტრონს დაამონტაჟებს. აქედან ერთი დანადგარი იმუშავებს ონკოპაციენტების მომსახურებაზე. მეორე კი სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტს სრულად ახორციელებს „ფონდი ქართუ“. ადრონული თერაპიის ცენტრის შენობა და ციკლოტრონები 40 მილიონი ევრო ჯდება.