ადრონული თერაპიის ცენტრი

 ქუთაისში კავკასიის რეგიონისთვის უპრეცედენტო კვლევითი ცენტრის პროექტირება იწყება. საუბარია ადრონული თერაპიის ცენტრზე, სადაც სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდები უნდა დაინერგოს. იგულისხმება ქიმიოთერაპიის პროტონული თერაპიით ჩანაცვლება, რომელიც ქიმიისგან განსხვავებით, ჯანმრთელ ორგანოებს არ აზიანებს.

საპროექტო სამუშაოები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ჩატარდება და მას ცნობილი ესპანური კომპანია განახორციელებს. ციკლოტრონს კი, რომელმაც პროტონული თერაპია უნდა წარმართოს, ამ სფეროში ცნობილი ბელგიური კომპანია დაამზადებს. უნიკალურ პროექტს მთლიანად საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ აფინანსებს.