ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მაჩალიკაშვილების ინტერესებს დაიცავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე მაჩალიკაშვილების ინტერესებს დაიცავს.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში რამდენიმე საკითხი პრობლემურია და ორგანიზაციას დამოუკიდებელი გამოძიების იმედი ნაკლებად აქვს.

დღესვე მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა, მისი თქმით,  სახალხო დამცველის აპარატი ყველაფერს გააკეთებს, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღიდან სწავლობს მაჩალიკაშვილის საქმეს და განცხადება ინფორმაციის გამოთხოვის თხოვნით უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში, შსს-ში, ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე უსაფრთხოების სამსახურსა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.