ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პენიტენციურ კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. მთავრობის ინიციატივა პენიტენციურ სამსახურში დასაქმებული პირების შრომით პირობებს აუმჯობესებს. ახალი კოდექსი ბრალდებულებისთვის ხანგრძლივი და უფასო პაემნით სარგებლობას ითვალისწინებს, გამონაკლისია საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულები. ასევე, იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობაც. სიახლეა ყველა მსჯავრდებულისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობაც.