„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად – ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა კატანიაში ხვალ გაიმართება. ოპერა იტალიურ ენაზე ითარგმნა და მასში მონაწილეობას ქართველი და იტალიელი მომღერლები მიიღებენ. დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, დირიჟორი კი ზაზა აზმაიფარაშვილი.
პირველი ქართული ნაციონალური ოპერა, „აბესალომ და ეთერი“, ისევე როგორც ამავე თეატრში გასულ წელს დადგმული „დაისი“, „თეატრო მასიმოს“ რეპერტუარში დარჩება.
თათია კუჭუხიძის რეპორტაჟი იტალიიდან.