7 ნოემბრის საქმე

„ტელეიმედის“ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა. ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესაქტივების მმართველმა ვრცლად ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რომელსაც, მისივე თქმით, 2006-2007 წლებში ტელევიზიის დასათმობად ხელისუფლების იმდროინდელი მაღალჩინოსნები ახდენდნენ.

დღევანდელ პროცესზე ირაკლი რუხაძემ კონკრეტული გვარები დაასახელა და არშემდგარი გარიგების დეტალებიც გაასაჯაროვა. მოწმემ თქვა ისიც, რომ დარბეულ „იმედში” შესვლის შემდეგ, თანამშრომლებს ადგილზე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიტანილი ტექნიკა დახვდათ. რუხაძე არ არის ერთადერთი, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის” და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე ყოფილი ჩინოვნიკების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა.