„მაგთის“ უახლესი თაობის 5G ქსელი დღეიდან თითქმის მთელ საქართველოშია ხელმისაწვდომი. „მაგთიკომმა“ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სიხშირულ აუქციონში გაიმარჯვა და 5G სიხშირეების გამოყენების ლიცენზია 149 მილიონ ლარად შეიძინა.
მეხუთე თაობის ქსელი მობილური ინტერნეტის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის აგებულია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და გამოყენებულია 5G ტექნოლოგიისთვის საჭირო სიხშირული რესურსის სრული სპექტრი.