51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მანდატურები გამოკითხვაზე დაიბარეს

51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მანდატურები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის მე-3 განყოფილებაში გამოკითხვაზე არიან დაბარებულები.

ამ წუთისთვის შეკითხვებს პასუხობს სკოლის დირექტორი.

საგამოძიებო მოქმედებები, არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ინციდენტსა და დაპირისპირებასთან დაკავშირებით უკვე ორი დღეა მიმდინარეობს. დაიკითხა 51-ე სკოლის 30-მდე მოსწავლე, ამავე სკოლის პედაგოგები და მანდატურები.

საქმე ეხება, 8 ივნისს მოსწავლეებს შორის, გურგულიას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტსა და სიტყვიერ გარჩევას 51-ე საჯარო სკოლასთან.