51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მანდატურები გამოკითხვაზე არიან დაბარებულები
51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მანდატურები გამოკითხვაზე არიან დაბარებულები

51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მანდატურები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის მე-3 განყოფილებაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული. ამის შესახებ პირველ არხს ინფორმაციას შსს პრესსამსახური დაუდასტურეს.

გამოკითხვა არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ინციდენტსა და დაპირისპირებასთან დაკავშირებით უკვე ორი დღეა მიმდინარეობს, დაიკითხა 51-ე სკოლის რამდენიმე ათეული მოსწავლე, ამავე სკოლის პედაგოგები და მანდატურები.

საქმე ეხება 8 ივნისს მოსწავლეებს შორის, გურგულიას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტსა და სიტყვიერ გარჩევას 51-ე საჯარო სკოლასთან. მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლემ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით, უცენზურო სიტყვები მისწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა.

აღნიშნული პირები, სიტუაციის გარკვევის მიზნით, ერთმანეთს მეგობრებთან ერთად გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ. მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები.