42° პარალელი - თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საბინაო პოლიტიკა / უკრაინის არჩევნების სპეციფიკა / ეთიკური ქეისი: მეცნიერები ომში
- თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საბინაო პოლიტიკა – თურქეთის ეკონომიკური განვითარების წამყვანი სექტორებიდან თვალსაჩინო როლი ინფრასტრუქტურასა და სამშენებლო სფეროს უკავია. ამ უკანასკნელის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი მმართველი პარტიის საბინაო პოლიტიკა გახდა, რასაც ემყარება ერდოღანის მიმართ, როგორც რეგიონული და ურბანული, ასევე ინტერკლასობრივი მხარდაჭერა. შოთა თხელიძის სიუჟეტი
- უკრაინის არჩევნების სპეციფიკა – რამ განსაზღვრა ზელენსკისთან წარმატება და რას შეიძლება ნიშნავდეს მისი გაპრეზიდენტება? ინტერვიუ უკრაინელ პოლიტოლოგთან, მიხაილ მინაკოვთან.
- ეთიკური ქეისი: მეცნიერები ომში – ბირთვული იარაღი შეიმუშავეს ე.წ. „მანჰეტენის პროექტის“ რეალიზაციის ფარგლებში, რომელშიც მრავალი მეცნიერი, სამხედრო და სხვადასხვა კვალიფიკაციის ადამიანი მონაწილეობდა. ეთიკურ ქეისს უკვე წარმოადგენს თავად ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა და აუცილებლობა. თუმცა ამ შემთხვევაში მე საკითხს სხვაგვარად დავსვამ. შეიძლება თუ არა გაუთანაბრდნენ „მანჰეტენის პროექტზე“ მომუშავე მეცნიერები – რობერტ ოპენჰეიმერი, ნილს ბორი, ენრიკო ფერმი და სხვები სამხედროებს, რომლებიც იაპონიის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს აწარმოებდნენ და იქცნენ კანონიერ სამიზნედ სამხედრო თავდასხმისთვის? ზოგადად, რამდენად ეთიკურია მეცნიერისთვის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა? რეზი ქოიავას სიუჟეტი
42° პარალელი