42° პარალელი - ტრანზიციის დასაწყისი / საკონსტიტუციო რეფორმა რუსეთში / „დავოსელი ადამიანი“ იდენტობის ძიებაში
- 2024 წლის პრობლემა კრემლის აზრით არსებული საკონსტიტუციო წესრიგის პირობებში გადაუწყვეტელია. 1993 წლის სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელიც უზენაეს საბჭოზე ელცინის გამარჯვების გასამყარებლად შეიქმნა და რომელმაც დასრულებული ფორმები პუტინის ოცწლიანი მმართველობის დროს მიიღო, უკანასკნელ თვეებს ითვლის. რეზი ქოიავა მოგითხრობთ რუსეთში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ
- ამერიკელი პოლიტიკური ინტელექტუალი სამუელ ჰანტინგტონი საყოველთაოდ ცნობილია „ცივილიზაციათა შეჯახების“ თეზისით, თუმცა მას ეკუთვნის სხვა კონცეფციაც „დავოსელი ადამიანის“ შესახებ, რომელიც პირველისგან განსხვავებით ნაკლებად ცნობილია. მათე გაბიცინაშვილი აღწერს თანამედროვე „დავოსელი ადამიანის“ იდენტობის კრიზისს, რომელიც მწვავე გლობალური უთანასწორობისა და კლიმატის კრიზისის პერიოდში ეძებს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს
42° პარალელი