42° პარალელი - პრაიმერი დემოკრატიულ პარტიაში / პარტიული კრიზისი გერმანიაში / გლობალიზაციის განმაპირობებელი ფაქტორები
- ინტერვიუ შოთა თხელიძესთან
- გასულ კვირას ტურინგიის ფედერალურ მიწაზე, სადაც ვადამდელი არჩევნები ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ჩატარდა, ადგილობრივი მთავრობა ჩამოყალიბდა ტომას კიმერიხით სათავეში. იგი წარმოადგენს ლიბერალურ თავისუფალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც ამომრჩეველთა 5% მხარდაჭერა მიიღო. ტურინგიის მთავრობის ხელმძღვანელი კი გახდა ქრისტიან-დემოკრატების და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერით. სწორედ ამ უკანასკნელის მონაწილეობა იყო გადამწყვეტი, რამაც გამოიწვია შოკი პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და აქციები ქუჩაში, რომლის დროსაც ლიბერალები ნაციზმის აღზევების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. რეზი ქოიავა მოგითხრობთ გერმანული პარტიული სისტემის კრიზისის და ტურინგიის ინციდენტის შესახებ
- „თქვენ ვერ იპოვით ისეთ ორ ქვეყანას, რომელთაც ამ ქვეყნებში მაკდონალდსის გახსნის შემდეგ ერთმანეთთან ეომოთ,“ – თომას ფრიდმანი, 1999 წ. გლობალიზაციის მთავარი მონაპოვარი, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდაა, რის შედეგადაც ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური გამოწვევები მხოლოდ ინდივიდუალური ქვეყნების გამოწვევები აღარ არის. რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი გლობალიზაციას? და რამდენად შეუქცევადია ეს პროცესი ამ ფაქტორების გათვალისწინებით? არის თუ არა ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი საფრთხე გლობალიზაციისათვის?
42° პარალელი