42° პარალელი - პოპულიზმი - თანამედროვე პოლიტიკის მახასიათებელი

ბოლო წლებია, ევროპას პოპულისტურმა ტალღამ გადაუარა. ჩვენ ვნახეთ ბრექსიტი, არჩევნები ავსტრიასა და იტალიაში. ვნახეთ აღზევებული ანტიიმიგრაციული ტალღა ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე სახეზეა ახალი პოლიტიკური მმართველობის ფორმა – ე.წ. არალიბერალური დემოკრატიები – პოპულისტებით სათავეში.

ასეთ ვითარებაში აუცილებელია უკუვაგდოთ მარტივი ხედვა, რომელიც პოპულიზმს მხოლოდ დემაგოგიად წარმოაჩენს და საპირისპიროდ, უნდა გამოვიყენოთ ანალიტიკური მეთოდი რეალობის უკეთესად ასახსნელად.