უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ბრიტანული პარტიული პოლიტიკა აგებული იყო კულტურული დაპირისპირების გარშემო, რომლის კულმინაციაც 2016 წლის „ბრექსიტის” რეფერენდუმი აღმოჩნდა.
2019 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ეს პოლიტიკური ლანდშაფტი თითქოს საბოლოოდ დაადასტურა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. პანდემიის პერიოდში ჩატარებული მრავალი კვლევა აჩვენებს ბრიტანელი ელექტორატის დღის წესრიგის ცვლილებას. მათ შორის, საინტერესოა, წინა დღეებში „საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს” (ECFR) მიერ გამოქვეყნებული კვლევა პანდემიის გავლენაზე ბრიტანულ პოლიტიკური ლანდშაფტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით.
მათე გაბიცინაშვილი მოგითხრობთ ამ კვლევისა და ბრიტანული პოლიტიკის დისკურსის ტრანსფორმაციის შესახებ.
42° პარალელი