42° პარალელი - ორმხრივი ეპოქის დასასრული / ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები და მისი პოლიტიკური კონტექსტები / „ჰამილტონიზმის“ ტრიუმფალური დაბრუნება თეთრ სახლში
- უკან პერშინგებისკენ – ორმხრივი ეპოქის დასასრული – შეიძლებოდა თუ არა საშუალო და ახლო მანძილზე მფრენი რაკეტების შესახებ შეთანხმების გადარჩენა? რა თქმა უნდა შეიძლებოდა. მხარეთა ორმხრივი პრეტენზიები საექსპერტო წრეების მიერ სხვადასხვა დონესა თუ ფორმატებში უკვე დიდი ხანია განიხილება. მრავალფეროვანი წინადადებების და რეკომენდაციების დეფიციტიც არ იყო, რომელთა მიზანსაც წინააღმდეგობების აღმოფხვრა და ხელშეკრულებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა წარმოადგენდა. ვაშინგტონისა და მოსკოვის წინაშე არ წარმოქმნილა ახალი, აქამდე არნახული უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ გაწყვეტას მოითხოვდა. მიუხედავად ამისა, შეთანხმება კვდება. მისი სიკვდილის პროცესი კი დაიწყო არა გასულ კვირას, არამედ მინიმუმ რამდენიმე წლით ადრე. რევაზ ქოიავა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობის ახალი კერის შესახებ.
- ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები და მისი პოლიტიკური კონტექსტები – როგორ ასახავს არჩევნების შედეგები პოლიტიკურობის კრიზისს არა მხოლოფ ბრაზალიაში არამედ მსოფლიოშიც? რაში მდგომაროებს თანამედროვე სახელმწიფოსა და პოლიტიკური კლასის კირიზისი? ვინ და როგორ სარგებლობს ამ კრიზისით? ინტერვიუ ბაქარ ბერეკაშვილთან
- Magistra Vitae: „ჰამილტონიზმის“ ტრიუმფალური დაბრუნება თეთრ სახლში – თანამედროვე ნეოკლასიკოსი ეკონომისტებისთვის ტრამპის პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა მენტალური დევიციად და ამერიკის ბუნებრივი მდგომარეობიდან გადახვევად აღიქმება. სინამდვილეში კი მათ როტიკასა და აშშ-ის ეკონომიკურ გამოცდილებას შორის დიდი უფსკრულია. აშშ-ის განვითარება მუდმივად გახლდათ გაჭედილი ორ იდეას შორის: ერთის მხრივ, „ჰამილტონიზმის“ სახელმწიფოს აქტიურ როლსა, ხოლო მეორეს მხრივ, „ჯეფერსონიზმის“ მცირე მთავრობის მაქსიმას შორის, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო ცოტას მართავს მთავრობა, მით უკეთესად მართავს. მათე გაბიცინაშვილი გვიყვება თუ რა ინტელექტუალურ მემკვიდრეობაზე დგას აშშ-ის ეკონომიკური განვითარება და რას გულისხმობს „ამერიკული სისტემა“.
42° პარალელი