ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ბოლო დროს აქტიურად მუსირებს ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სუნიტურ არაბულ სივრცეში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მსგავსი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შექმნის სურვილი. ოფიციალური სამიტები, რომელიც ამ იდეის განხილვას უნდა დათმობოდა, გასულ წლებში რამდენჯერმე გადაიდო. მიზეზი ჯერ ყატარის ბლოკადა, ხოლო ბოლოს საუდის არაბეთის საკონსულოში ჯამალ ხაშოგის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება გახდა. შოთა თხელიძის სიუჟეტი
42° პარალელი