42° პარალელი - კორონავირუსი და ეკონომიკური კრიზისი / როგორ უყურებს ყარაბაღის კონფლიქტს ირანი? / ახალი ნავალნი კრემლის წინააღმდეგ

42° პარალელი – კორონავირუსი და ეკონომიკური კრიზისი, ინტერვიუ ტატო ხუნდაძესთან რა არხებით ახდენს გავლენას კორონავირუსი განვითარებადი ქვეყნების მაკროეკონომიკურ დინამიკაზე. ამ საკითხზე ტატო ხუნდაძეს გიორგი გვიმრაძე ესაუბრა.

 

42° პარალელი – როგორ უყურებს ყარაბაღის კონფლიქტს ირანი? 1992 წლის თეირანის კომუნიკე ყარაბაღის კონფლიქტში სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი პირველი საფუძველმდებარე დოკუმენტია. კომუნიკე, შესაძლოა, პრაქტიკაში სუსტი აღმოჩნდა, მაგრამ ამით ირანმა კონფლიქტში საკუთარი ოფიციალური დიპლომატიური პოზიცია ღიად გამოხატა. მიუხედავად ამისა, თეირანის სამხედრო-პოლიტიკური მოტივები რეალობაში განსხვავებულია: ყარაბაღის კონფლიქტს ის პრაგმატული, უსაფრთხოებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის პარადიგმაში სვამს, სადაც როგორც რუსულ-თურქული, ასევე დასავლური ინტერესები უნდა დაბალანსდეს. ყარაბაღის ომის მიმართ ირანული პერსპექტივა, პრაქტიკულად, სრულად ქვეყნის აზერბაიჯანთან ურთიერთობის ჭრილში განიხილება და მისი ქმედებები აქედან გამომდინარეობს.

 

42° პარალელი – ახალი ნავალნი კრემლის წინააღმდეგ მოწამვლის შემდეგ ჟურნალ „Der Spiegel-ისთვის” მიცემულ პირველ ინტერვიუში, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მისი მკვლელობის მცდელობის უკან პირადად ვლადიმირ პუტინი დგას და რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს უარი თქვას მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის ამ მეთოდზე. ამ ინტერვიუს საპასუხოდ, 1-ელ ოქტომბერს პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოულოდნელად მწვავე და ვრცელი პასუხი შემოგვთავაზა, სადაც ნავალნი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე მუშაობასა და პრეზიდენტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. რევაზ ქოიავა მოგითხრობთ ნავალნის ახალ როლზე რუსულ პოლიტიკაში

 

42° პარალელი