42° პარალელი - იტალიის პოპულისტური კოალიცია - ანტისისტემური პოლიტიკის ტრიუმფი

3 თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ 5 ივნისიდან იტალიას ახალი პრემიერ მინისტრი და მთავრობა ჰყავს. მთავრობის შემადგენლობაში ორი პარტიის, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისა და ჩრდილოეთის ლიგის წარმომადგენლები შედიან, რომლებიც გამოირჩევიან ანტიელიტისტური, ანტისისტემური, ევროსკეპტიკური და ხშირად ანტიმიგრანტული პოლიტიკითა და რიტორიკით. პოლიტოლოგი ბაქარ ბერეკაშვილი იტალიის პოპულისტური კოალიციის შესახებ გვესაუბრება, როგორც იტალიურ ასევე ფართო ევროპულ კონტექსტში.

42° პარალელი