42° პარალელი - ინდუსტრიული განვითარება / ინტელექტუალური სამყარო და სოციალური მეცნიერებები კრიზისებისა და სირთულეების ეპოქაში / გვართმევენ თუ არა რობოტები სამუშაოს?
- რა ამოცანებისა და თავსატეხების წინაშე დგება ინტელექტუალური სამყარო და სოციალური მეცნიერებები კრიზისებისა და სირთულეების ეპოქაში.
- თანამედროვე ადამიანი შიშით უყურებს რობოტიზაციას, რადგან, გავრცელებული წარმოდგენით, ავტომატიზაცია გვართმევს სამუშაო ადგილებს. რომელია ის პროფესიები, რომლებსაც ყველაზე მეტად ემუქრებათ ავტომატიზაციის საფრთხე და რა პრინციპი დევს ამის უკან. ყველაზე ერთნაირად მოქმედებს თუ არა რობოტების ჩართვა ეკონომიკაში. რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ნეგატიური შედეგების მინიმიზება მოხდეს და ავტომატიზაციამ სრულად ადამიანის სასარგებლოდ იმუშაოს.
- გასული ორი თვეა მთავრობა აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე. ერთ-ერთ საერთაშორისო ჯგუფში, რომელიც საქართველოს მთავრობას ეხმარება, მუშაობს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰა-ჯუნ ჩანგი. ნათელია, რომ ჩანგის რეკომენდაციებში აქცენტები გაკეთდება ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებაზე ანუ ინდუსტრიულ განვითარებაზე. ტატო ხუნდაძე მოკლედ გაარჩევს ამ საკითხს და შეეცდება რომ უპასუხოს ორ ცენტრალურ საკითხს: რა არის ინდუსტრიალიზაცია? და რა შეზღუდვები არსებობს დღეს, ამ პოლიტიკის გატარების მხრივ?
42° პარალელი