42° პარალელი - იაპონია - სწრაფი განვითარების მაგალითი

იაპონია ინოვაციური ტექნოლოგიების და სწრაფი განვითარების ქვეყანა.

მასზე საუბრისას ხშირად მოვისმენთ, რომ ამ ქვეყნის განვითარება იაპონურმა კულტურამ და შრომის ეთიკამ განაპირობა. მართლაც, ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანები გადაჭარბებული შრომის გამო კვდებიან.

ზოგიერთ კომპანიაში კი დღის ბოლოს ელექტროენერგიას თიშავენ, რათა თანამშრომლებს აიძულონ მუშაობის შეწყვეტა.

ცხადია, იაპონურმა კულტურამ დიდი როლი ითამაშა ქვეყნის წრაფ განვითარებაში, თუმცა, კულტურისა და ეროვნული მახასიათებლების მიღმა არსებობდა ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელმაც დრამატულად შეცვალა იაპონელთა ბედი.