42° პარალელი - ევროპის ირანთან ვაჭრობის ახალი მექანიზმი / ეკონომიკური უთანასწორობა და მისი თანმდევი სირთულეები / თალიბების ავღანეთი - პუშტუნური ნაციონალიზმი
  • ევროპის ირანთან ვაჭრობის ახალი მექანიზმი – საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა ირანთან ვაჭრობის ახალი მექანიზმი შექმნეს. სავაჭრო ურთიერთობების მხარდამჭერი მექანიზმი ფინანსური ტრანზაქციების ახალი სისტემაა, რომელიც ევროპას და ირანს შორის ვაჭრობას დოლარში აღარ წარმართავს. ახალი მექანიზმის შტაბბინა საფრანგეთში განთავსდება და მას გერმანელი ბანკირი უხელმძღვანელებს.
  • ეკონომიკური უთანასწორობა და მისი თანმდევი სირთულეები – მსოფლიოში სიმდიდრისა და შემოსავლების უთანასწორობა იზრდება. ოქსფამის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი 26 ადამიანი ფლობს იმდენივე სიმდიდრეს, რასაც ყველაზე ღარიბი 3.8 მილიარდი ღარიბი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი. მრავალი მეცნიერი, სწორედ ეკონომიკურ უთანასწორობას უკავშირებს, მსოფლიოში პოპულიზმის ზრდას, საზოგადოებრივ პროტესტსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს. რა არის ეკონომიკური უთანასწორობა და რა თანმდევ პრობლემებს მოიცავს ეს ფენომენი, ამის შესახებ ტატო ხუნდაძე მოგვითხრობს.
  • თალიბების ავღანეთი – პუშტუნური ნაციონალიზმი – შარიათზე დაფუძნებული ჯიჰადისტური ორგანიზაცია თალიბანი შედარებით თანამედროვე მოვლენაა. ის შეიძლება მივიჩნიოთ საუკუნოვანი პუშტუნური ნაციონალიზმის რელიგიურ მოდიფიკაციად. პუშტუნები ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია ავღანეთში, რომელსაც ორგანიზაცია თალიბანი ეყრდნობა. მიუხედავად ავღანეთის მულტიეთნიკურობისა, პუშტუნები მიიჩნევენ, რომ ავღანეთი მათი სახელმწიფოა, რადგან ქვეყანას ამ ჯგუფის წარმომადგენლები ბოლო თითქმის სამი საუკუნეა მართავენ. შოთა თხელიძის სიუჟეტი

42° პარალელი