42° პარალელი - ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი - პედრო სანჩესი

ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 46 წლის სოციალისტი, ევროფილი პოლიტიკოსი პედრო სანჩესია. ის ესპანეთის მოსახლეობას ახალი ეპოქის დაწყებას ჰპირდება. მაშინ, როცა იტალიის ახალი მთავრობა ღიად ევროსკეპტიკურია, ხოლო გაერთიანებული სამეფო ბრექსიტის სისრულეში მოყვანის პროცესშია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრად მემარცხენე-ცენტრისტ პედრო სანჩესს ირჩევენ – 46 წლის ევროფილ პოლიტიკოსს, რომელიც ესპანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერია. სანჩესი პირველი პრემიერია ევროპაში, რომლის მინისტრთა კაბინეტში 11 ქალია და 6 კაცი. ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი

42° პარალელი