42° პარალელი - 5G-ის ეპოქა: „ჰუავეი“ და ჩინეთის ტექნოლოგიური პოლიტიკა
42° პარალელი – 5G-ის ეპოქა: „ჰუავეი“ და ჩინეთის ტექნოლოგიური პოლიტიკა
III ეპიზოდი: 5G საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გავრცელება მთელ მსოფლიოში, ტექნოლოგიურ სფეროში 2020 წლის მთავარი განმსაზღვრელი გეოპოლიტიკური დილემაა. 5G წარმოადგენს მთავარ ბრძოლის ველს ამერიკასა და ჩინეთს შორის დაწყებულ ტექნოლოგიურ ომში. რაც უფრო გაიზარდა ახალი ტექნოლოგიების გავლენა გლობალური ეკონომიკის სტრუქტურაზე, 5G გახდა ის ბოლო წერტილი, სადაც ამერიკისა და ჩინეთის ინტერესები საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს.
რა არის 5G? მათე გაბიცინაშვილი გვიყვება ამ დაპირისპირებისა და ბოლო ათწლეულებში, ჩინეთის ტექნოლოგიური სტრატეგიის შესახებ.
42° პარალელი