40 წელი ისტორიული მოვლენებიდან - დღეს დედაენის დღეა

ზუსტად 40 წელი ისტორიული მოვლენებიდან – დღეს დედაენის დღეა. როგორ აღნიშნავს ქვეყანა თარიღს, როდესაც, მასობრივი პროტესტის შედეგად, მოსახლეობამ კრემლს უკან დაახევინა და ქართულმა ენამ მაშინდელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. ქართული ენის დაცვის დღე თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით იზეიმეს.