4 ოქტომბრის მოვლენები სუს-ის ანგარიშში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული წლიური ანგარიში გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებსაც ეხება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, საქართველოში სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას გეგმავდა, რომლის საბოლოო მიზანი – ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. უწყების ცნობით, 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტების განხორციელება იგეგმებოდა.