მეორე მატჩისთვის ემზადება იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები.
29 სექტემბერს, თბილისის დროით 09:15 საათზე, „ბორჯღალოსნები“ ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ურუგვაის ნაკრებმა დღეს მოულოდნელად ფიჯის ეროვნული გუნდი 30:27 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებთან ერთად, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა მერაბ შარიქაძემ, თუმცა ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა მომდევნო შეხვედრაში „ბორჯღალოსანთა“ კაპიტანი.
მსოფლიოს თასსზე ხვალ, ორი მატჩი ჩატარდება. 11 საათსა და 45 წუთზე იტალია კანადას დაუპირისპირდება, 14 საათსა და 45 წუთზე კი ინგლისი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეხვდება.
მსოფლიო თასის ყველა მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.