კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, სხვადასხვა დოკუმენტაციისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგად, რამდენიმე ვერსია გამოიკვეთა.
გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ შესაძლოა, ექთანს ვაქცინაციის შემდეგ თრომბი განუვითარდა. ასევე, განიხილება კორონავირუსის ვერსიაც. ამ ეტაპზე ოჯახი ანტისხეულებთან დაკავშირებით კვლევის შედეგებს ელოდება.
ამასთან, ოჯახი სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს მიმართავს, დაეხმარონ სამედიცინო დოკუმენტაციის კვლევასა და შეფასებაში. ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ სრულად სამედიცინო დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.