25 წელი სოხუმის დაცემიდან

27 სექტემბერმა ათი ათასობით ადამიანთან ერთად დევნილად აქცია არაერთი ხელოვანიც. ომის დღეების მიერ მეხსიერებაში დატოვებული კვალი და მძიმე მოგონებები მოგვიანებით მათ შემოქმედებაში აისახა.

25 წლის შემდეგ ჩვენი რესპონდენტები სოხუმის დატოვების წუთებს და ემოციებს იხსენებენ. მათ შორის რამდენიმეს თბილისში ჩამოსასვლელად ჭუბერის უღელტეხილის ფეხით გავლა მოუხდა.

ამ ადამიანებს დღეს ერთი საფიქრალი აერთიანებთ. როგორ უნდა დაბრუნდნენ უკან.

ამბობენ, რომ დიალოგს და ხალხთაშორის კონტაქტებს ალტერნატივა არ აქვს.