თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში აქციაზე დაშავებული მოქალაქეებიდან სულ 52 პაციენტი რჩება. მათ შორის არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები. ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევს დეტალებს დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ და „მოამბის“ პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა სწორედ ის განაგრძობს.