2022 წლის ბიუჯეტის კორექტირება
2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს დღეს მიმართავს. დოკუმენტი ბიუროს სხდომას წარედგინება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალ ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მაკროეკონომიკური მაჩვენებლის თვალსაზრისით.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექვსი პროცენტიდან 8.5 მეათედ პროცენტამდე იზრდება. გარდა ამისა, მცირდება სამთავრობო ვალი. კორექტირებულ ვარიანტში ბიუჯეტის გაზრდა იგეგმება სხვადასხვა მიმართულებით. პროცედურის მიხედვით, ცვლილებების პროექტი ჯერ ბიუროზე გავა და შემდგომ უკვე დოკუმენტის კორექტირებაზე მსჯელობა კომიტეტების ფორმატში გაგრძელდება.