2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი

ფინანსთა სამინისტრო დღეს პარლამენტს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს წარუდგენს. დღეს გახდება ცნობილი, რამდენ მილიარდ ლარს შეადგენს მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ასიგნებების მოცულობა და რა მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნება ჩადებული. კანონპროექტი კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომებზე განიხილება, რის შემდეგაც, 30 ოქტომბერს, მთავრობას შენიშვნებით დაუბრუნდება. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს კი, ახალი მოწვევის პარლამენტი წლის ბოლომდე დაამტკიცებს.

დატოვე კომენტარი