პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე დეპუტატებს პროექტის დეტალებს დარგობრივ კომიტეტზე გააცნობს. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი, საერთო ჯამში, მისაღებია და მხარს დაუჭერს.
განსხვავებულია ოპოზიციის შეფასებები. მათი კრიტიკა საშინაო და საგარეო ვალის ზრდას უკავშირდება. ბიუჯეტზე მსჯელობა დღეს ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის სხდომაზეც იქნება.