2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

პარლამენტი 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებლად ემზადება.

ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კენჭისყრაზე მომავალ კვირას უნდა გაიტანონ. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მთავრობამ დეპუტატების რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა. საბოლოო ვერსიაში გაზრდილია შემოსავლები და ხარჯვითი ნაწილი, ასევე შიდა და საგარეო ვალის მოცულობა. შემცირებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში 5 %-ზე იყო გათვლილი. უცვლელად დარჩა დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც პენსიების და საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდას ეხება.