2017 წლის ნოემბერში საქართველოს 524 108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 799 989 ლარი შეადგინა.

2017 წლის ნოემბერში საქართველოს 524 108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 14,1 %-ით  მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, ნოემბერში 201 056-ს მიაღწია, რაც 21,8%-ით მეტია 2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

გასულ თვეს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%), თურქეთიდან (+6.8%), რუსეთიდან (+35.2%) და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ნოემბრის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო (+34.5%), საფრანგეთი (+18.3%), იტალია (+14.8%) და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+92.5%), ისრაელი (+42.3%), ბელარუსი (+41.5%), ინდოეთი (+40.6%), რუსეთი (+35.2%), აშშ (+19.3%) და სხვა.