იანვარ-ოქტომბერში უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 799 989 ათასი ლარი შეადგინა
იანვარ-ოქტომბერში უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 799 989 ათასი ლარი შეადგინა

2017 წლის ნოემბერში საქართველოს 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 14,1 %-ით  მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, ნოემბერში 201 056-ს მიაღწია, რაც 21,8%-ით მეტია  2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

გასულ თვეს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%), თურქეთიდან (+6.8%), რუსეთიდან (+35.2%) და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ნოემბრის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო (+34.5%), საფრანგეთი (+18.3%), იტალია (+14.8%) და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+92.5%), ისრაელი (+42.3%), ბელარუსი (+41.5%), ინდოეთი (+40.6%), რუსეთი (+35.2%), აშშ (+19.3%) და სხვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან საქართველოში მიღებულმა შემოსავალმა 658.7 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა +27.8%), რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.1 მილიარდ (1,093,280,615) დოლარი შეადგინა, რაც 26%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით,  6.9%-ია, რაც 12.2%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.7% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.8%-ია.

2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,799,989 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.