2:0 საქართველო-ბაჰრეინი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა. გურამ კაშიას შემდეგ, ეროვნულმა ნაკრებმა ახალი კაპიტნით პირველი შეხვედრა ჩაატარა. ამიერიდან მოედანზე კაპიტნის სამკლაურით ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდება. ბაჰრეინთან მატჩის პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა, თუმცა 52-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა მეტოქის დაცვის გარღვევა მოახერხა და ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთით ლუკა ლოჩოშვილმა ანგარიში გახსნა.

75-ე წუთზე კი ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც თერთმეტმეტრიანი გუნდის კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა და საბოლოოდ მატჩი 2:0 დასრულდა.

ბაჰრეინთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის ახალ გათამაშებამდე ბოლო რეპეტიცია იყო. ვილი სანიოლის გუნდი 25 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 28-ში – უკრაინას.