გუდაური საერთაშორისო ჯაზფესტივალს – Winter Jazz Gudauri-ის მასპინძლობს. ორდღიანი ღონისძიება სასტუმრო „კარპე დიემსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს. სცენა პირველმა ქართველმა შემსრულებლებმა დაიკავეს, საღამოს კი უცხოელი არტისტები გააგრძელებენ.
კესო ქაფიანიძე ჩაგვერთვება გუდაურიდან პირდაპირ ეთერში – რა ელოდებათ გუდაურის სტუმრებს ორი დღის განმავლობაში?