ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია. ისრაელი განაგრძობს ღაზას სექტორის დაბომბვას, საჰაერო დარტყმები განხორციელდა სამხრეთით, რაფაში, ეგვიპტის საზღვართან, სადაც „ჰამასის“ ოფიციალური პირების განცხადებით, 22 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში შეტაკებისას რვა ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ შორის ბატალიონის მეთაურიც. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის დაბომბვის გამო, გლობალურ მხარდაჭერას კარგავს. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ისრაელს ამის „სრული უფლება აქვს“. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელმა სახმელეთო ოპერაციის განსახორციელებლად აშშ-ისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.