თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ფრენები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გამთენიისას ჩამოსული თვითმფრინავით სამშობლოში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა.
მათი ინფორმაციით, ადგილზე ვითარება ისევ დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება. აცხადებენ იმასაც, რომ გამოფრენამდე განგაშის სიგნალი თელ-ავივის აეროპორტში რამდენჯერმე ჩაირთო.
საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.