საქართველოს პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
საქართველოს პირველი არხის თანამშრომელს, ჩვენს მეგობარსა და კოლეგას, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მისთვის ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავერთიანდეთ. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს.
მარიამს ბოლოს, 2022 წლის ზაფხულში ფილტვთან და გულთან არსებული მეტასტაზები ამოკვეთეს, რის შემდეგაც გადიოდა მუდმივ რეაბილიტაციის კურსს, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადებამ კვლავ რეციდივი განიცადა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია და დამატებითი კვლევები, რომელიც საქართველოში არ კეთდება, ამიტომ სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრებაა საჭირო.
ყველა თქვენგანს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე – GE96TB7722645061600017