ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიხსნა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე „სოულ თრეინი“ წარდგა, რომელიც იმპროვიზაციებითა და „არ ენ ბის“ ლეგენდარული შემსრულებლების მუსიკის ინტერპრეტაციით არის ცნობილი. დღეს კი 14-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი მსმენელის წინაშე ლეგენდარული მარკუს მილერი წარდგება. მე-16-ე ჯაზფესტივალი ხვალ დასრულდება.