პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებსა და იუსტიციის მინისტრის ბრიფინგს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ოპოზიციას კითხვები არა პოლონელ ექიმთან დაკავშირებით, არამედ იუსტიციის სამინისტროს მისამართით აქვთ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, პოლონეთის ელჩმა ყველა საჭირო კითხვას გასცეს პასუხი იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მიზანი ამოძრავებდა პოლონელ ექიმს სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანისას.