2023 წელს ევროკავშირი უკრაინას ყოველთვიურად მილიარდ-ნახევარ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ ბრიუსელში, სამიტის დასრულების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ერთი წლის განმავლობაში, დახმარების რაოდენობა ჯამში 18 მილიარდ ევროს შეადგენს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი განიხილავს იმასაც, თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, კი ევროკავშირი უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას განიხილავს.