საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა, გამოწვევები და ახალ სამიზნეები. თბილისში ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 25-წლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. მასში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი მონაწილეობდა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცებაში, ეხმარება კომპანიებს გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებაში წარმატებული, ორმხრივი ბიზნესპარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად. თავის მისალმებაში, ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს ძლიერი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში განხორციელებული პროექტებით დასტურდება. კონფერენციაზე საბჭოს წევრებს ასევე მიესალმა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.