17 წელი აგვისტოს ომიდან 

12:18, 08.08.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. უწყების განცხადებაში, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა, ვკითხულობთ, რომ რუსეთი კვლავ უარს ამბობს საოკუპაციო ძალების გაყვანაზე და აგრძელებს ქმედებებს, რომლებიც საქართველოს რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სისტემებში ინტეგრაციას ემსახურება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა და პატივს მიაგებს 2008 წლის ომში დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.

17 წელი აგვისტოს ომიდან

 

მსგავსი