„ევრობასკეტის“ 41 მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ. „თბილისი არენაზე“ შეხვედრების პარალელურად, რიყის პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ფანზონა, მათ შორის განთავსებულია პირველი არხის სპეციალური კუთხე, სადაც გულშემატკივარმა გუშინ „ევრობასკეტის“ პირველი დღის მატჩებს სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურა. „ევრობასკეტის“ მიმდინარეობისას საქართველოს პირველი არხის ფანზონა ყველა მსურველს უმასპინძლებს.