თბილისში დღეს პოლიციელების მხრიდან მეტროში შშმ პირზე ძალადობა გააპროტესტეს. აქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დილიდან იმართებოდა. შეკრებილი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები. აქციის მონაწილეებმა მომხდარი ფაქტი დაგმეს. მათი განცხადებით, მმართველმა გუნდმა ქვეყანაში ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბა.
შეკრებილებმა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს და მისი გადადგომაც მოითხოვეს.