14 გახმაურებული მკვლელობის გამოძიება

14 გახმაურებულ საქმეზე დიდ ბრიტანეთში შესაძლოა ხელახალი გამოძიება დაიწყოს. მიზეზი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლაა.

ამ დრომდე მძიმეა სერგეი სკრიპალის  და მისი ქალიშვილის, ასევე იმ პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა.

გახმაურებული შემთხვევის გამო ბრიტანელი დეპუტატები სამართალდამცავ უწყებებს სხვა მივიწყებულ საქმეებს ახსენებენ. მათ შორისაა ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეც. ბრიტანეთში რუსეთის მიერ ერთი ხელწერით ჩადენილ მკვლელობებზე მსჯელობენ.