14 ამერიკელი სენატორის წერილი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

სენატორების მიერ გავრცელებული წერილი პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი შეფასებები ქვეყანაში განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი, რომელიც კანონპროექტის ინიციატორია, ეს განცხადებები უცნაურია. მმართველი გუნდი სენატს მოუწოდებს, იზრუნოს და გაასაჯაროოს ის თანხები, რომლებიც შტატების ბიუჯეტიდან საქართველოში შემოდის.

ბოლო კვირების ყველაზე აქტუალურ თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში ახლა ნათია ქენქაძე განაგრძობს და გვეტყვის, რა გამოხმაურებები მოჰყვა 14 სენატორის საერთო წერილს, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. 

 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი – სენატორების გამოხმაურება